ქართული ნაქარგობა

49.90 

წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალისტების მრავალი წლის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს. ეს წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

კატალოგი: , თეგები: