ნებისმიერი ქრისტიანული კულტურის წარმომადგენელი ერის კულტურული ფესვების წარმოშობის გააზრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას.ეს ლიტერატურა, ნებით თუ უნებლიეთ, ინფორმაციას გვაწვდის, არა მხოლოდ იმ პროცესებზე თუ როგორ შემოდიოდა ქრისტიანობა და რა ფუნქციური დატვირთვა თუ სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა მას ქვეყნისთვის, არამედ იმასაც თუ რა ფასეულობათა სისტემა წინააღმდეგობები თუ წეს ჩვეულებები არსებობდა ამა თუ იმ დროს.
,,ჰაგიოგრაფიის ანთოლოგია” აერთიანებს 15 ტექსტს, სადაც ერთი ნაწილი წმინდანების მოწამეობრივ გზაზე, ხოლო მეორე წმინდანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც პრაქტიკულად ქრისტიანულ კულტურის გავრცელების ამბავს გულისხმობს.
თანამედროვე მკითხველისთვის, რომელსაც უკვე საკმაოდ მიუწვდება ხელი, ქართული ჰაგიოგრაფიის ადამპტირებულ ვერსიებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, შუშანიკის წამების თუ ნინოს ცხოვრების ორიგინალური ვერსიების გაცნობაც, თან ტექსტების ამ ვერსიებით წარმოდგენა წიგნს, რელიქვიურობის ელფერს ანიჭებს.
წიგნში გამოყენებულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალები
გამომცემლობა: ეტ სეტერა
გამოცემის წელი: 2018
გვერდების რაოდენობა: 368