სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორეს დაბადებიდან 85 და პატრიარქად
აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი ,,საქართველოს მამამთავრი,,
წიგნში ენციკლოპედიურადაა მოთხრობილი:
საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი მემკვიდრეობა. თარიღების მიხედვით ნაჩვენებია
საქართველოში მამამთავრობის მადლის უწყვეტი ხაზი და ჩამოთვლილია საქართველოს
მამამთავართა და კათოლიკოს-პატრიარქთა სახელები.
წიგნში წარმოდგენილია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბიოგრაფიული მონაცემები.
წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული….
გამომცემლობა: „ეროვნული საგანძური“
ავტორი: ზაზა მამულაშვილი
გვერდები: 200