საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლება,
კითხვადობის სტატისტიკის ზრდა

     წიგნი დილით ყავასთან… წიგნი სამსახურში წასვლის წინ… წიგნი მგზავრობის დროს… წიგნი ძილის წინ… წიგნი არდადეგებსა და შვებულებაში… წიგნი, როგორც მაგალითი ცხოვრებაში…. წიგნი, როგორც მრჩეველი… წიგნი განმუხტვისთვის და განტვირთვისთვის.

     პროექტის მიზანია შეცვალოს სტატისტიკა და კითხვადობის დონე გაიზარდოს საქართველოში. გაზარდოს წიგნზე მოთხოვნა, დააკმვიდროს ყოველდღიური ატრიბუტის სახით წიგნი, განსაკუთრებით მოზარდ თაობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხდება ათასობით ღირებული წიგნის შეთავაზება-მიწოდება საქართველოს მასშტაბით, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ამ მხრივ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიუვალ და საქალაქო ცენტრებს ბევრად მოშორებულ სოფლებსა და სხვადასხვა ტიპის დასახლებებზე, სადაც მეტ-ნაკლებად წიგნის სამყაროს მოწყვეტილნი არიან.

ქართული ხალხური სიმღერისა
და გალობის პოპულარიზაცია საქართველოში

     აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხდება მრავალი უნიკალური ქართული ხალხური ნაწარმოების გავრცელება, საქართველოს მასშტაბით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სათვისტომოებსა და საქართველოში შემომავალ ტურისტულ ნაკადში. მოხარულნი ვართ, აღვნიშნოთ, რომ ზუსტად ამ პროექტის დამსახურებაა დღევანდელი მდგომარეობით მრავალ ოჯახში არსებული ხალხური სიმღერის, ძველი ხართული საგალობლისა თუ ნაწარმოების არსებობა. არსებობა მომავალი თაობისთვის გადასაცემად და სასწავლად, არსებობა იმისთვის, რომ მუდმივად ცოცხლობდეს ჩვენში და ჩვენით ქართული გალობა, ხალხური სიმღერა, ხსოვნა წმინდანებისა თუ მადლმოსილი ხალხისა, ვინც ერის ხალხური კულტურა შემოინახა.

კარიერული წარმატების პლატფორმა

     როგორც პროექტი, ემსახურება არამარტო დასაქმების მნიშვნელოვან ხელშეწყობას, არამედ ადამიანის, როგორც წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისსა და მისი შემდგომი სტრატეგიულად განვითარების სხვადასხვა თანმიმდევრულ ეტაპს. პროექტი ხორციელდება არა მხოლოდ თეორიული ასპექტით, არამედ კონკრეტული სპეციალური შემოქმედებითი ტრენინგ-კურსებით (კურსი სერთიფიცირებულია). ტრენინგის მთავარი მიზანია:

  • პიროვნებაში წარმატების სურვილის სარეალიზაციო არხების გახსნა;
  • პიროვნების მუდმივად მამოტივირებელი პრაქტიკული ცხოვრების გზის დასახვა;
  • აღქმა მუდმივად წარმატებისა, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი.

     დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ გვერდი წარმატებული კარიერის პლატფორმა.