გაბრიელ გარსია მარკესი

კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. დაიბადა 1927 წელს.

1948 და 1949 წლებში კარტახენის გაზეთ El Universal-ში წერდა. შემდეგ, 1950-დან 1952 წლამდე გაზეთ El Heraldo-ში. ამ პერიოდში ის ჟურნალისტებისა და მწერლების არაფორმალური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა, რომელსაც ბარანკილიის ჯგუფს ეძახდნენ.

გარსია მარკესი მომავალ მეუღლე მერსედეს ბარჩას მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი კოლეჯის სტუდენტი იყო. წყვილმა ქორწინება იმ დროისთვის გადაწყვიტა, როცა მერსედესი სასწავლებელს დაამთავრებდა. თუმცა, ამ პერიოდში გაბრიელი საზღვარგარეთის კორესპონდენტის ამპლუაში ევროპაში გაგზავნეს და მერსედესი მის დაბრუნებას ბარანკილიაში ელოდა. ბოლოს, ისინი 1958 წელს დაქორწინდნენ.მომდევნო წელს წყვილს პირველი ვაჟი, როდრიგო გარსია შეეძინა, რომელიც ამჟამად სატელევიზიო და კინორეჟისორია. 1961 წელს ოჯახი გრეიჰაუნდის ხაზების ავტობუსით სამოგზაუროდ გაემგზავრა სამხრეთ შეერთებულ შტატებში, საბოლოოდ კი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დასახლდა მარკესს მუდმივად სურდა შეერთებული შტატების სამხრეთი ნაწილის მონახულება, რადგან უილიამ ფოლკნერის ნაწერებით იყო შთაგონებული.სამი წლის შემდეგ, მეხიკოში წყვილს მეორე ვაჟი — გონსალო შეეძინა.გონსალო ამჟამად გრაფიკული დიზაინერია მეხიკოში.

 

მარტოობის ასი წელიწადი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა — მარტოობის ასი წელიწადი; გაიყიდა ნაწარმობის დაახლოებით 30 მილიონი ასლი. სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკულისოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან.

რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედიუწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“. „მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.

1982 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

მისი საქვეყნოდ ცნობილი წიგნებია:

 პოლკოვნიკს არავინ სწერს 

მარტოობის ასი წელიწადი 

პატრიარქის შემოდგომა 

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

სიყვარული ჟამიანობის დროს

ენერალი თავის ლაბირინთში 

სიყვარულსა და სხვა დემონებზე

იცხოვრე რომ მოჰყვე….