10 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

  1.  ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ – უდიდესი მწერლის დაუჯერებლად ძლიერი რომანი, რომლის პროზა დროს უძლებს. ეს არის ლამაზი და სულისშემძვრელი ისტორია მარტოობაზე, დიდ სიყვარულსა და ცხოვრების ღირებულებებზე
  2. ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ – წიგნი ნამდვილი შედევრია. იგი გადმოგვცემს ისტორიას, აღწერს ადამიანთა ბედს. ავტორი ხაზს უსვამს ხალხის დრამატულობას, რაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს მკითხველს.
  3. გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის 100 წელი“ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განსაკუთრებულ სამყაროში, რომელიც მარკესმა შექმნა. თავისუფლად იგრძენით თავი ბუენდიას სტუმართმოყვარე სახლში. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გაიგებთ მოსიყვარულე ოჯახის მნიშვნელობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში.
  4. გი დე მოპასანის „ძვირფასი მეგობარი“ – კლასისკური ფრანგული რომანი ანტიგმირით, რომელიც ნაწარმოების მთავარი გმირია. ახალგაზრდა ყმაწვილი, მაცდური სახით, რკინის ნერვებით და მომხიბვლელი მანერებით ცდილობს პარიზში თავის დამკვიდრებას.
  5. ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ – ეს წიგნი უდაოდ შედევრია არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ვერც ერთმა პიროვნებამ ვერ შეძლო ადამიანის სულის აღწერა ისე, როგორც დოსტოევსკიმ.
  6. ნიკოლო მაკიაველის „ხელისუფალი“ – სხვადასხვა მმართველობითი სიტუაციის, გავლენის მოხდენის და სახელმწიფო სტრუქტურის შთამბეჭდავი აღწერა. დაწყებული საერთო პროგრესისთვის პოლიტიკური და კორპორატიული ბრძოლიდან, დამთავრებული ხალხის კონტროლამდე, პირადი სარგებლობისა და ინტერესებისათვის.
  7. პლატონის „სახელმწიფო“ – დიადი ბრძენის ნაწარმოები მკითხველს პოლიტიკური თეორიის ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრონ.
  8. მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ – ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება.
  9. ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ – ისტორია მოსწავლე ოლია მეშერსკაიაზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე.
  10. სუნ ძუს „ომის ხელოვნება“ – ეს ერთ–ერთი უძველესი წიგნია სამხედრო სტრატეგიაზე. ნაწარმოების სიბრძნე შესაძლოა ჩვენი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში გამოვიყენებთ…