წარმატების გასაღები

გისურვებთ წარმატებებს’’ თქვენს ცხოვრებაში ბევრს უთქვამს ეს ფრაზა
,,როგორ გავხდეთ წარმატებული მენეჯერები’’-ხშირად იწერება ბანალური სტატიები
ყველაზე ადვილია თეორიულად ვწეროთ და ვწეროთ წარმატების შესახებ, ყველამ ვიცით შრომა, ცოდნა და მონდომებაა საჭირო, ამ თეორიებზე დაყრდნობით იწერება სტატიები, ბლოგები, მოტივაციისთვის ნაშრომები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ წაკითხვის შემდეგ მაინც არაფერი იცვლება….
თქვენს ცხოვრებაში ალბათ ყოფილა მომენტი, როდესაც ყველაფერს ,,ხვალისთვის’’ გეგმავ და ეს ,,ხვალე’’ არადა არ მოდის, იქამდე სანამ აუცილებელი არ გახდება ამის გაკეთება შემდეგ კი პრეტენზია გვაქვს რატომ არ ვართ ისეთ გარემოში, როგორც ჩვენ გვსურს?…
სტანდარტული თეორიებისგან განსხვავებით მინდა გაგიზიაროთ, შეხედულება წარმატების გასაღებზე.
ზოგისთვის წარმატება ფულია, ადამიანების მცირე ნაწილისთვის წარმატება არის მუშაობის პროცესი და არა საბოლოო შედეგი. სწორედ ასეთ ადამინებზე მინდა ვისაუბროთ.
თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ უკეთესობისკენ, როგორც თქვენი ასევე სხვების ცხოვრება და ამისთვის სულმოუთქმელად შრომობთ, სწორედ ეს არის წარმატება პროცესი მიზნის მისაღწევად და არა შედეგი.
თქვენ მოინდომეთ ერთხელ და არ გაგიმართლათ, მეორედ თუ გაივლით გზას რომელიც თავიდან არ იყო ისეთი, როგორიც გსურდათ და აღარ დაუშვებთ იმ შეცდომას, რომლისგანაც ბევრი ისწავლეთ განა არ ითვლებით ისეთ პიროვნებად, რომელიც წარმატებულია თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამომჟღავნების გამო?
მაგალითისთვის ცნობილი ფრაზა ,,სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების’’ სწორედ ის გზა ,,გატბილების’’კენ მიმავალია უკვე წარმატებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიპოვოთ ჩვენი სასურველი საქმიანობა, რომელიც თავისთავად იქნება წარმატებული.