როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევების შედეგებით სააქართველოში წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია, მაგრამ ამავე მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბობლიოთეკების რაოდენობა საკმაოდ დიდია….
საინტერესოა რაზეა დამოკიდებული ამ კოეფიციენტის განსაზღვრა?
ხშირ შემთხვევაში მშობლებები ბავშვის სურვილის გაუთვალისწინებლად არჩევენ წიგნს, რომლის წაკითხვასაც ავალდებულებენ, სწორედ ამ მომენტიდან წიგნი ხდება ბავშვის არა საინტერესო არამედ ცუდი ასოციაციის მატარებელი.
როცა თქვენი ბავშვისთვის წიგნს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ შრიფტს და ილუსტრაციებს. ბავშვებს ყველაზე მეტ სიამოვნებას ისეთი წიგნის კითხვა ანიჭებთ, რომელშიც მეტი ილუსტრაციაა, რადგან ის ეხმარება მათ წარმოსახვის გაძლიერებაში და წაკითხულის შინაარსის გააზრებაში. ყველაზე კარგია, თუ ბავშვებს წააკითხებთ წიგნებს, რომლებშიც დიდი შრიფტია გამოყენებული და თითოეულ გვერდზე ბევრი ტექსტი არ წერია. არ დაგავიწყდეთ ნაწარმოების სიუჟეტიც, ის თქვენი ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს.
– კითხვას ყოველთვის უნდ მოჰქონდეს სიამოვნება და აღიარება
– განავითარეთ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ლიტერატურაზე სხვადასხვა ფორმით რეაგირების საშუალება მიეცით
– შექმენით წიგნები ბავშვებთან ერთად – ეს ,,თვითნაკეთი“ წიგნები თქვენი ,,კითხვის ცენტრში“ სხვა წიგნების გვერდით მოათავსეთ
– ესტუმრეთ წიგნების მაღაზიას ბავშვებთან ერთად
-შექმენით კითხვისათვის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ბავშვში ინტერესს გააღვიძებს
წიგნიერების დონეს ასევე განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგრამ წიგნის კითხვის შეყვარება იწყება პატარა ასაკიდან, როდესაც სასურველ თავგადასავალს კითხულობს მცირეწლოვანი ბავშვი მას კიდევ უჩნდება სურვილი, რათა დიდი დრო დაუთმოს კითხვას…
ყველას შეიძლება უყვარდეს კითხვა თუ მის გემოვნებას და ინტერესს შეესაბამება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პატარა ასაკიდან დიდი ყურადღება მივაქციოთ წიგნიერების როლს…
გააზიარეთ ეს სტატია, რათა ხელი შევუწყოთ წიგნიერების დონის ამაღლებას