იცით თუ არა რომ…?

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და წარმატებულმა მწერალმა სიცოცხლე, მეუღლესთან ერთად, სუიციდით დაასრულა. ცვაიგის ცხოვრება თავგადასავლებითა და დაბრკოლებებით იყო აღსავსე.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ავსტრიელი მწერალი ღიად იყო დაპირისპირებული ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან, რის გამოც იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. პირველად, ცვაიგი და მისი მეორე მეუღლე ინგლისში გადაბარგდნენ, ხოლო მოგვიანებით, აშშ-ში წავიდნენ. იქ ორი თვის განმავლობაში იელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში საპატიო სტუმრის სტატუსით ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში სახლი იქირავეს.
1940 წელს ცვაიგი და მისი მეუღლე ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გადაბარგდნენ. ამ დროს ცვაიგს მწვავე დეპრესია აწუხებდა. მწერალი ევროპის ბედით ძლიერ იყო შეწუხებული და მშობლიური კერა ენატრებოდა. ამის შესახებ ის მის მეგობარსა და მწერალს, ჯულის რომეინს, პირად წერილებშიც წერდა.
1942 წლის 22 თებერვალს ცვაიგმა და მისმა მეუღლემ თვითმკვლელობა გადაწყვიტეს და ბარბიტურატის აბები გადაყლაპეს. მათი სხეული რიო დე ჟანეიროში, მათ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ცვაიგსა და მის მეუღლეს ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.
თვითმკვლელობამდე დატოვებულ ჩანაწერებში, შტეფან ცვაიგი წერდა: “ყოველდღე ვსწავლობდი, როგორ მყვარებოდა ჩემი ქვეყანა უფრო და უფრო მძაფრად. ვერასოდეს შევეგუები დედამიწის უცხო წერტილში ახალი ცხოვრების დაწყებას მაშინ, როცა ჩემი მშობლიური ენის სამყარო ჩაიძირა, ჩემმა სულიერმა სამშობოლომ, ევროპამ, კი – თავი გაინადგურა”